“ჩემი ქართველი ცოლი ისრაელის ჯარში გავიცანი” – დავით ისპიროვი ბათუმში მიფრინავს

"ჩემი ქართველი ცოლი ისრაელის ჯარში გავიცანი" - დავით ისპიროვი ბათუმში მიფრინავს23 წლის დავით ისპიროვი ისრაელში, ჰაიფაში ცხოვრობს, თუმცა ამჟამად ბათუმში მოფრინავს. ისრაელურ “ჰაარეცთან” ისპიროვი ამბობს, რომ ბათუმში მას მთელი ოჯახი ელოდება – მშობლები, და-ძმები, ცოლი და შვილი.

ისპიროვი საქართველოდან არის, თუმცა 9 წლის წინ საცხოვრებლად ისრაელში წავიდა. ბიჭი 4 წელი სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს. შემდეგ მან ისრაელში სამსახური იშოვა, ახლა კი  საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

“ისრაელში მინდოდა განსხვავებული სამყარო მენახა, მინდოდა მცოდნოდა, როგორია ისრაელი, ვინ ცხოვრობს აქ, როგორია ამ ქვეყანაში ცხოვრება… ძალიან კარგი იყო აქ, ახლაც ძალიან კარგია ჩემთვის.”

მომავალ ცოლს ის ისრაელის ჯარში შეხვდა – გოლანის მე-12 ბატალიონში. გაცნობიდან 1 წლის შემდეგ მათ შეხვედრები დაიწყეს, თუმცა გოგოს იქ დაქორწინება არ შეეძლო, რადგან ისრაელელი არ იყო, ქართველია, ამიტომ წყვილს დაქორწინება საქართველოში მოუხდა. ქალმა სამშობლოში დარჩენა მოისურვა, ქმარი კი ისრაელში დაბრუნდა.

“ისრაელში რელიგიურ სკოლაში ვსწავლობდი და ვიცოდი, რომ ისრაელში დაქორწინებას ვერ შევძლებდით, თუმცა უკეთესიც იყო ქორწილი საქართველოში, რადგან მთელი ოჯახი იქ არის.

მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია. ახლა საქართველოში მივფრინავ, დავრჩები 1-2 კვირით. აქ ვმუშაობ და მთელ ხელფასს საქართველოში ვუგზავნი. მხოლოდ ბინის ქირისა და საკვებისთვის საჭირო თანხას ვიტოვებ,” – ამბობს დავიდ ისპიროვი.

ის ჰაიფაში მატარებლის კონდუქტორად მუშაობდა, კორონავირუსის პანდემიის  შემდეგ ელიათში გადავიდა და ამჟამად სასტუმროში მუშაობს,.

ისპიროვი პროგრამირების სწავლას გეგმავს, სამუშაოდ წასვლა კი ევროპაში სურს, რადგან იქ ანაზღაურება მეტია.

“მე მაქვს სახლი ჰაიფაში, მაგრამ მინდა, რომ გავყიდო და აშდოდში ვიყიდო, ამ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ხაჭაპურისა და ქართული საჭმლის დაგემოვნება იქ ყველგან შეიძლება”.

რუსთავი 2