თამარ მაყაშვილი ყოფილ სიძეზე: ,,ბესო ზანგური ნაძირალაა! მისთვის პირადადაც მაქვს ეს ნათქვამი”

თამარ მაყაშვილი ყოფილ სიძეზე: ,,ბესო ზანგური ნაძირალაა! მისთვის პირადადაც მაქვს ეს ნათქვამი'',,ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს” , _ ასე პასუხობს  რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზენგური ყოფილი ცოლის, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის გუშინდელ განცხადებას ,,ფარულ კონვერტში”, რომ მას ქმარი სცემდა.

ნინუცა მაყაშვილის დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი ,,ფორტუნასთან” ამ თემაზე საუბრობს:

– ერთს გეტყვით – ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი! შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა. მე ეს მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს. ეს მარტო მე არა, მთელმა ქალაქმა იცის. როგორც არტისტს, მას არ ვეხები, მაგრამ მის პიროვნებაზე ეს მოსაზრება მაქვს…

თავის დროზე, როცა იყო საუბარი და ჩვენ წამოვიყვანეთ ნინუცა, ვუთხარით, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგან მარტო მე ვეყოფოდი ყველას… მშვიდად, წყნარად დაველაპარაკე იმ ბიჭს, შეიგნო და გაიგო, მას მერე არ გაკარებია ნამდვილად. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემი შვილი დაწყნარებულიყო. როცა დაველაპარაკე, გაიგო და მას მერე ტერორი აღარ ყოფილა…

ნინო მურღულია, ფორტუნა