მარინა ძაგნიძე: ,,დედითქვენისამ, გიტყდებათ მიშას პირველობა! მიშას გარეშე ნულია თქვენი რეიტინგი!”

მარინა ძაგნიძე: ,,დედითქვენისამ, გიტყდებათ მიშას პირველობა! მიშას გარეშე ნულია თქვენი რეიტინგი!''ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მარინა ძაგნიძე ფეისბუქში გაერთიანებულ ოპოზიციასა და ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებზე წერს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა არ მოსწონთ.
,,გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემი ნდობა საბოლოოდ დაკარგა! ყველა პარტია ან პოლიტიკოსი, თუნდაც ენმ-ის წევრი იყოს და ყველა რესურსს იმაზე ხარჯავს, რომ მიშას გაემიჯნოს. თქვენ პირადად ჩემი და ჩემი ქვეყნის მტერი და ოპონენტი ხართ, არ გაგახარებთ, არ დაგზოგავთ არავის! ვისაც გინდათ, ამომშალეთ მეგობრებიდან, რომ უხერხულად არ იგრძნოთ თავი ჩემს პოსტებში.
ყველა ხელფასს იღებთ, ყველას შემოსავალი გაქვთ, ყველა კეკლუცობთ და დასცინით ხალხს, ვინც აგირჩიათ. დედითქვენისამ, გიტყდებათ მიშას პირველობა, არ გინდათ კარვებში ღამის გათევა. წამომისხდებით გვარამიასთან და ლაყბობთ. ყველა ბიძინას დაკრულზე ცეკვავთ და გიტყდებათ, რომ ხმა ხალხმა მიშას გამო მოგცათ, თორემ თქვენი რეიტინგი ერთი პროცენტი კი არა, ნულია, ნულიიიი! გააზიარეთ, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი უალტერნატივო ლიდერია მიხეილ სააკაშვილი!”.