პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ვაჟმა, ანზორ ბიწაძემ გადაცემაში ,,დღის ამბები” ბერა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და განაცხადა:
-სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ელიტური იყო. შევარდნაძის მეორე ტერაქტის დროს ამერიკელებმა საქართველოს ნულიდან შეაქმნევინეს. ძალიან ელიტური სამსახური იყო და კარგად მომზადებული, სერიოზული ხალხი მუშაობდა. ამ სახმსახურის ხელმძღვანელია დღეს ანზორ ჩუბინიძე, რომელიც არაფორმალური მმართველის შვილის დავალებით გარჩევებში მონაწილეობდა.
კანონის მიხედვით, ამ სამსახურის პირადი დაცვის სამსახური მე 8 წელიწადი მიცავდა და უფლება არასდროს მიმიცია, თანამშრომელს კარები გაეღო ჩემთვის, არათუ ვიღაცის საცემრად წავსულიყავით.
გინებაზე თუ არის საუბარი, მისი დედა დედა არის და ჩვენი დედები დედები არ არიან? მე მაშინ ყოველდღე უნდა მივდიოდე ,,პოსტ ტივიში”, ყოველდღე რიმ გვაგინებენ და დღეში ხუთ სიუჟეტს გვიძღვნიან. ბერაზე ნაკლები ძმაკაცები არ მყავს და სპეცრაზმელებთანაც უჩხუბიათ ჩემს ძმაკაცებს.
მე ვერ დავარიგებ, მამა და დედა ჰყავს და მათ დაარიგონ, მაგრამ თუ ამბობ, რომ დედის გინება ამხელა შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი, საჯარო ოჯახი რომ ხარ და პრეტენზია გაქვს, მთელი ქვეყანა შენი იყოს, თმენის მეტი ვალდებულება გაქვს. მეორეც, მიდი, მეგობარო, ნახე ის ადამიანი და დაარტყი მუშტი. ბერა, სპეცსამსაურები და სპეციალური დაცვის სამსახური არ არის იმისთვის შექმნილი, შენ რომ შეგაგინებენ, მერე იმ ადამიანს სდიონ. მათ სხვა ფუნციები და დავალებები აქვთ ამ ქვეყანაში შესასრულუბელი, ეს მამაშენმა იცის და გითხრან.

