თეა წულუკიანი: ,,ნიკა გვარამია წკავწკავებს, ამიტომ შედეგიანი იყო ჩემი ნათქვამი”

თეა წულუკიანი: ,,ნიკა გვარამია წკავწკავებს, ამიტომ შედეგიანი იყო ჩემი ნათქვამი"პარლამენტის წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარს ეხმიანება, რომელიც მან დღეს, წულუკიანთან პირისპირ, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

-შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრია, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება.

ჩემთან შეხვედრი დროს მან თქვა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი, ვის რა პოზიცია გვაქვს პირადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის…

ეს შედეგიანი იყო, იმიტომ, რომ მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს… აწკავწკავდება ნიკა გვარამია და ამას მიუღვნის სიუჟეტებს. თუ სალომე ზურაბიშვილზე იტყვის რამეს და მე ვუპასუხებ, ისევ აწკავწკავდება, – განაცხადა თეა წულუკიანმ,ა.

შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მიერ სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურად მიაჩნია.

ამ განცხადებას დეპუტატი “ფეისბუქზე” გამოეხმაურა – წულუკიანმა მასთან შეხვედრა ისურვა.

შეხვედრა 4 თებერვალს შედგამ მისი დასრულების შემდეგ კი კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ისევ გუშინდელ აზრზე რჩება.

მთავარი