ნინო ლომჯარია: ,,ომბუდსმენის აპარატში გლოვაა, თავზარდაცემულები ვართ” – უფლებადამცველი თემურ ქორიძე გარდაიცვალა

ნინო ლომჯარია: ,,ომბუდსმენის აპარატში გლოვაა, თავზარდაცემულები ვართ" - უფლებადამცველი თემურ ქორიძე გარდაიცვალაომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი, უფლებადმცველი თემურ ქორიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს:

,,დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა… ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო…
ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ძალიან, ძალიან დაგვაკლდები, თემურ!”.

,,საქმიანი, ნიჭიერი, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო. ადამიანი, რომელიც არ უშინდებოდა ახალ იდეებს, ახალ გამოწვევებს. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული აპარატის საქმიანობაში. მას ვენდობოდით, მისი იმედი გვქონდა…

თემური თითქმის 6 წელი მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში; იგი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა და საყვარელი საქმის საკეთებლად ყოველთვის მზად იყო, დროისა თუ ადგილის მიუხედავად. ახალგაზრდა, მხიარული, კეთილი, ორი ულამაზესი გოგოს ამაყი და ბედნიერი მამა. ყველას დაგვაკლდა…”, – წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.