თბილისის მერმა, კახა კალაძემ 94 წლის მარგარიტა ქაჯაიას ბინა გადასცა. ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი წერს:
„94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.
მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე ალბათ გამონაკლისია. ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა. ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებია. დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს“.

