გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 66 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შვილი, ზურაბ ბარბაქაძე დედის ცხედარს სახლში 1 თვის განმავლობაში ინახავდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა გამოკითხეს.
ზურაბ ბარბაქაძე მედიასთან აცხადებს, რომ დედის ცხედარს ბინაში 1 თვით იმიტომ ინახავდა, რომ დასაკრძალად საკმარისი ფული არ ჰქონდა.
_ ჯერჯერობით ვერიდებოდით, რადგან საშუალებასთან, სახსრებთან არის ყველაფერი დაკავშირებული… სხვა ოთახში იყო, კი, ნუ, რაღაც დაბნეული ვიყავი, შიშით შევდიოდით ხოლმე, _ ამბობს ბარბაქაძე.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ბარბაქაძის დედა 15 ნოემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ ქალის ცხედარი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მისი შვილის ბინაში იყო.
სამართალდამცველებმა ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

