ამერიკაში, ნიუ იორკში მოკლული 18 წლის ჯაბა ადამიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. პრაიმ ტაიმის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ჯაბა ადამიას სკოლა ავრცელებს.
„მეგობრებო.. ყველასთვის ცნობილია ჯაბა ადამიას ტრაგიკული ამბავი… ის ამერიკაში , კერძოდ ბრუკლინში დაუნდობლად გაწირეს სიკვდილისთვის.ჯაბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ყველას გვიჭირს ამ ურთულეს რეალობასთან შეგუება, სიცოცხლისმოყვარე ბიჭი აღარ გვყავს, დავკარგეთ.
ახლა ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია მისთვის. ჯაბას ჩამოსვენება უნდა შევძლოთ და მშობლიურ მიწას დავუბრუნოთ.ვისაც სურვილი აქვს მატერიალურად დაუდგეს გვერდში გარდაცვლილის ოჯახს.
GE76BG0000000161809701 საქართველოს ბანკის ანგარიში.
01019079320. მიმღები : ლუკა ხორნაული. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ჯაბა ადამიას კვირას, საღამოს 5:30 საათზე, E. 21-ე სტრიტზე, ქვენტინ როუდის გვერდით დაესხნენ თავს და დანით ჭრილობები მიაყენეს. ეს მოხდა შიპშედ ბეიზე მდებარე მისი სახლიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით”, – ამბობენ ნიუ იორკის პოლიციაში.
პოლიცია ეძებს მთლიანად შავებში ჩაცმულ თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა.
“მან ახლახანს დაამთავრა საშუალო სკოლა და კოლეჯში სწავლის გაგრძელებას აპირებდა“, – უთხრა მედიას ჯაბა ადამიას მეგობარმა.
ჯაბა ადამია უკრავდა გიტარაზე და მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობდა.

