ია ჩანტლაძე: “ჩემი ქმარი ჯანკარლო ტყუპებმა გადარიეს და დღემდე გადარეული დადის”

ია ჩანტლაძე: "ჩემი ქმარი ჯანკარლო ტყუპებმა გადარიეს  და დღემდე გადარეული დადის"მომღერალ ია ჩანტლაძეს ორსულობის დიდი ნაწილი, მშობიარობა და ბავშვებზე ზრუნვის პირველი ეტაპი მეუღლის,  იტალიელ ჯანკარლო მერკადანტეს, გარეშე მოუწია. მიზეზი კი პანდემია იყო, რომლის გამოც ჯანკარლო იტალიაში ჩარჩა და სანამ ფრენები არ აღდგა, საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა. ახლა ქართულ-იტალიური ოჯახი ერთადაა და მთელი დრო შვილებით არის დაკავებული.

– ია, გაგვაცანით თქვენი შვილები.

– ნია და ალესანდრო 25 ივნისს დაიბადნენ და აქედან მოყოლებული მთელი სამყარო შეიცვალა. უცებ, როცა აცნობიერებ, რომ ორი შვილის დედა ხარ, მთელი ცხოვრება თავდაყირა დგება.

– როგორი იყო მამის და შვილების შეხვედრა?

– დაუვიწყარი მომენტი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გენეტიკური ინსტინქტი არსებობს, რადგან ბავშვებმა ისეთი დახვედრა მოუწყვეს, გავგიჟდი! მამას მთელი დღე ეღუღუნებოდნენ. გადარიეს და ისიც დღემდე გადარეული დადის.

– როგორი მამაა ჯანკარლო?

– აბსოლუტურად ჩართულია ყველაფერში. ჩვენს  შემთხვევაში ვერ იტყვით, ბავშვებისთვის დედა უფრო მეტს აკეთებს თუ მამა. რაც ბავშვებს ეხება, ყველაფერს თანაბრად ვაკეთებთ.

– ალბათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ ტყუპებს.

– ტყუპები მშობელს ყოვლისშემძლეს გხდიან. ერთდროულად ხუთი ხელი და ფეხი გიაქტიურდება, რომ ყველა საქმეს გასწვდე.

– რომელი რომელს იმსგავსებთ?

– ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ბიჭი, ალესანდრო, არის მამის ასლი. რომ ვუყურებ, მეცინება, ისე ჰგვანან ერთმანეთს. გოგონა, მია, უფრო ნარევია. ასე მგონია, რომ მია უფრო დამოუკიდებელი ტიპი იქნება, რადგან შეუძლია, თავი მარტომ გაირთოს. ალესანდრო უფრო კნუტივით არის, სულ უნდა, რომ ხელში გყავდეს.

– ტყუპებმა რამდენად შეუცვალა ფორმა და აღქმა თქვენს ცოლქმრობას?

– ბავშვებმა სულ სხვანაირად შეკრა ჩვენი ოჯახი და სიყვარული. ვხვდებით, თუ რამდენად დიდი და საყვარელი ადამიანები გვაკავშირებენ ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა. პატარა ტყუპებმა ძალიან დიდი სიახლოვე მოგვიტანეს.

 ავთო ჩიტიძე, სარკე