ნიკა გვარამია: ,,არ გაპატიებთ, დედას მოგი… ღერა-ღერა, წვეთ-წვეთად, შხამად ამოგიღებთ პირებიდან ყველას”

ნიკა გვარამია: ,,არ გაპატიებთ, დედას მოგი... ღერა-ღერა, წვეთ-წვეთად, შხამად ამოგიღებთ პირებიდან ყველას"„ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა. ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე”, – ამბობს ,,მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელსაც მარნეულში თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

თავდასხმის დროს „მთავრი არხის“ 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაწუყებლის გადამღებ ჯგუფსაც.

-ამ ადამიანის ცემას, ჩემი ოპერატორის, ჩემი ჟურნალისტის, დამტვრეული კამერის, დამტვრეული მიკროფონის, დამტვრეული მანქანის, კაპიკ-კაპიკ კი არა ღერა-ღერა, წვეთ-წვეთად, შხამად ამოგიღებთ პირებიდან ყველას, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რომელიც მარნეულის საავადმყოფოში გუშინვე მივიდა.

,,არ გაპატიებთ. დედას მოგი…”, – დაწერა ნიკა გვარამიამ.