ირანელ მოჭიდავეს, ნავიდ აფკარს სიკვდილი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ირანის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ განაჩენი შეეცვალათ, დღეს დილით განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
აფკარს ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა. სასჯელს ვერც მისი ძმები აცდნენ, ერთს 27 წელი მიუსაჯეს, მეორეს – 54 წელი.

