მიშა რამიშვილი: ,,მანქანა ჩაკეტილი იყო, ცხედარი უკანა სავარძელზე… მიწიდან ამოვთხრი, ვისაც ამ ანგელოზის საქმეში ხელ აქვს!”

მიშა რამიშვილი: ,,მანქანა ჩაკეტილი იყო, ცხედარი უკანა სავარძელზე... მიწიდან ამოვთხრი, ვისაც ამ ანგელოზის საქმეში ხელ აქვს!"თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა.

_ ჩათვალეთ, რომ ტრიალ მინდორშია, მინი ხეებია და მისი მოძებნა ძალიან მარტივი იყო. ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და მანქანა ჩაკეტილი იყო. ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ახალი გარდაცვლილი არ არის. დაკარგვიდან მალევეა გარდაცვლილი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია…  . რატომ იყო უკანა სავარძელზე და ა.შ. გამოძიების წინაშე დავსვამ კითხვებს,  ამდენი ხანი რატომ არ იქნა მოძიებული ამხელა თავისუფალ სივრცეში და ა.შ.  პირობას ვიძლევი, ვისაც კი ამ ანგელოზი ბავშვის საქმეში ხელი აქვს, მიწიდან ამოვთხრი და იმ გზას გავუყვებით, _ ამბობს მიხეილ რამიშვილი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ადგილზე მედიკამენტებით სავსე პარკია ნაპოვნი, ამის შესახებ ადვოკატი ამბობს:

-არანაირი სავსე პარკი არ ყოფილა. პატარა ჩანთაში ედო და ის პატარა ჩანთა ედო მეორე ჩანთაში. ჩვეულებრივი ჩანთაა და არა – სამგზავრო. საბუთები, ფული და ასეთი რაღაცები ელაგა.