,,ისტორია განმეორდა, ბავშვი იმავე ადგილიდან აორთქლდა, საიდანაც ბაბუამისი” – 13 წლის ილია ფილფანს 50 მაშველი ეძებს

,,ისტორია განმეორდა, ბავშვი იმავე ადგილიდან აორთქლდა, საიდანაც ბაბუამისი" - 13 წლის ილია ფილფანს 50 მაშველი ეძებსმესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ბიჭის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პროცესში ჩართულია 50-მდე მაშველი.

მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ. პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.

ერთ-ერთი ახლბელი კი ,,კვირის პალიტრასთან” უცნაურ ამბავს იხსენებს:

-ამ ბავშვის ბაბუაც წლების წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. უთქვამს, ზუგდიდში უნდა ჩავიდე, საქმეები მაქვსო და სწორედ იმ ადგილიდან, იმავე მონაკვეთიდან უკვალოდ გაქრა, სადაც ეს ბავშვია დაკარგული. მთელი სვანეთი ამ ამბავს იხსენებს და იმას ამბობს, რომ ისტორია განმეორდა. ბავშვიც აორთქლდა და ველოსიპედიც, კაცი არაა მისი მნახველი

ილია ალმა-ატაში დაიბადა და გაიზარდა. ეს ოჯახი იანვარში ჩამოვიდა სვანეთში, მერე პანდემიის გამო ლენჯერში ჩარჩნენ. ბავშვის დედა რუსია, სტრესის გამო საავადმყოფოშია მოთავსებული და მძიმე მდგომარეობაშია. სულ სახლში იყო ჩაკეტილი, გარეთ არ უშვებდნენ და მისი სამყარო არავინ იცის სამეზობლოში. აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ, – ყვება ,,კვირის პალიტრასთან” ახლობელი.