იურისტმა ვახო ჭუმბურიძემ დაწერა, რომ მის 15 წლის ქალიშვილს, თინის, სრულწლოვანი პირი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე ქვემოთ.
,,6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა… და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა, საჯაროდ გამოვიტანო (რადგან არ მინდა, კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა).
რა გავაკეთე მე, როდესაც ეს ამბავი გავიგე? დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. დამთანმხდა. შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად, მივმართავ პოლიციას-მეთქი.
მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა ,,ბიძამ” და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ამ ადამიანმა ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ასეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.
ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს ,,პადიეზდთან” ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილმა, შეშინებულმა და კრუნჩხვებში მყოფმა. გამასწრო ამ ნაბიჭვარმა… რა გავაკეთე? მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.
აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.
12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა – ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება – ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს, წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0. გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს, პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო.
მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.
პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ, რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ჰყავდათ, სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით, ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა, ხან გვიღიმოდა – მიზანმიმართულ პროვოკაციას ასრულებდა.
ცოტაც გავუძლოთ, მამი, ასე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.
ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია, ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ალბათ ყველა მიხვდება, მე რისი გამკეთებელი ვარ. დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში, შესაბამისად, რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს?
გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.
ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს. ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან მოვითხოვ თქვენს დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ასეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ
P.S.რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს – მადლობა ამისთვის”, – დაწერა ვახო შუმბურიძემ.
სტატუსის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანშიმი ადევნებისა და მუქარის ფაქტზე შსს-მ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
,,2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

