ქართველმა ქირურგმა გოგონას მოჭრილი ფეხები მიაკერა – უნიკალური ოპერაცია, რომელიც დღემდე ახსოვთ

ქართველმა ქირურგმა გოგონას მოჭრილი ფეხები მიაკერა - უნიკალური ოპერაცია, რომელიც დღემდე ახსოვთამბის, რომელმაც მთელი მსოფლიო მოარა, მთავარი გმირი ქართველი ქირურგი გახლდათ _ რამაზ დათიაშვილი.  1983 წელს ჩატარებული ოპერაციის შესახებ დღემდე ბევრ რამეს ყვებიან.

,,საბჭოთა ლიტვაში ერთი პატარა გოგონა, რასა ცხოვრობდა. რასას მამა ჩვეულებრივი ტრაქტორისტი იყო,რომელიც კომბაინზე მუშაობდა. 1983 წლის ივლისი რასასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყანაში მოთამაშე გოგონას მამამ კომბაინის ბასრი ცელით შემთხვევით ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა.

მთელი ლიტვა და მოსკოვი ფეხზე დადგა ბავშვის გადასარჩენად, მოხდა სასწაული – 12 საათის შემდეგ პატარა გოგონა მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე იწვა.

თვითმფრინავი იმ ავბედით ღამეს საგანგებო რეისს ასრულებდა: დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ მის ბორტზე ფეხებმოჭრილი სამი წლის გოგონა იმყოფებოდა, ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ საჰაერო კორიდორი გაეთავისუფლებინათ. პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო.მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა სასწრაფო დახმარების  მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი მოუთმენლად ელოდა პაწაწინა პაციენტის მოსვლას.
შემდგომში ქირურგი იხსენებდა: ,,ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების: ასეთი ოპერაციის პრეცენდენტი საბჭოთა კავშირში ჯერჯერობით არ არსებობდა. ცუდი რამ რომ მომხდარიყო, კარგი დღე არ მელოდა, ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ მე გადავწყვიტე, გამერისკა”.

და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა, დათიაშვილი ფეხებს ითხოვს: -სადაა ფეხები? – ყვირის ის…

ყუთიდან ამოღებულ პაწაწინა ფეხის ტერფებს გამდნარი თევზი ამოჰყვა და საოპერაციოს იატაკზე დავარდა…

,,ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა: ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს”, – იხსენებდა ქირურგი.

ქართველმა ქირურგმა გოგონას მოჭრილი ფეხები მიაკერა - უნიკალური ოპერაცია, რომელიც დღემდე ახსოვთ

ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება, მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას – კიდევ ერთი მყესი, ნერვი და… ოპერაციაც დასრულდა. 9- საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახლაგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.
ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, თუ როგორ თანაუგრძნობდა პატარა რასას მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი. ამბობენ, რომ, როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, ქირურგი რამაზ დათიაშვილი სიხარულისაგან ატირდა.
ამჟამად რასა ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, მას არასოდეს დაავიწყდება ახალგაზრდა ქირურგი, რომელმაც ის იხსნა”.

”როდესაც ლიტვაში ჩავდივარ, ხშირად ავტობუსის გაჩერებასთან მოდიან და მეუბნებიან, ჩვენ გცნობთ თქვენ. კმაყოფილი ვარ, ყურადღებისთვის. გერმანიაში კი, არავინ მიცნობს და ამიტომ, ჩემი წარსულის დამალვა შემიძლია.

ზოგჯერ, როცა ჩემ ნაწიბურებს ხედავენ, ზურგს უკან ჩურჩულებენ: – „შეხედეთ! ეს რა არის, რისგან დაემართაო”. ჩემმა ქმარმა მითხრა, ასეთ შემთხვაში, მე ვიტყოდი, რომ ნიანგმა მიკბინაო, ”- იცინის რასა.

სად არის ახლა რამაზ დათიაშვილი

ქართველმა ქირურგმა გოგონას მოჭრილი ფეხები მიაკერა - უნიკალური ოპერაცია, რომელიც დღემდე ახსოვთ

1991 წელს რამაზ დათიაშვილი აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში. ამ ქვეყნის წესებისა და რეგულაციების დაცვით მან ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა ნიუ-იორკში დაასრულა, შემდეგ კი, 2001 წელს პლასტიკური ქირურგიის რეზიდენტურაც დაამთავრა.

ქართველი მიკროქირურგი ამჟამად ქირურგიის პროფესორია ნიუ ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში.

ამერიკაშიც ქართველი ექიმი არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში: მის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციებზე ტელესიუჟეტები მომზადდა და ჟურნალ-გაზეთებში სტატიები დაიბეჭდა.