,,ბავშვს ლოგინში ზემოდან აწვა ბაბუის ძმა” – 58 წლის კაცს 6 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

,,ბავშვს ლოგინში ზემოდან აწვა ბაბუის ძმა" - 58 წლის კაცს 6 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ58 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ძმის შვი­ლიშ­ვი­ლის, 6 წლის ბავ­შვის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ.

-კაც­მა ბავ­შვი ახუ­ტე­ბუ­ლი შე­იყ­ვა­ნა სახ­ლის ერთ-ერთ ოთახ­ში, სა­დაც ბი­ძაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვი შიშ­ვე­ლი იწვა ლო­გინ­ში და ზე­მო­დან აწვა ბა­ბუ­ა­მი­სის ძმა. ეს არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა?

მო­წი­ნა­აღ­მდგე მხა­რე იმას გა­ი­ძა­ხის, ექ­სპერ­ტი­ზას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კვა­ლი არ და­უდ­გე­ნი­აო. ჩვენ გვი­თხრეს, რომ ზუს­ტად რო­დის მოხ­და ეს ფაქ­ტი, არ იცი­ან, ამი­ტომ შე­საძ­ლოა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი გაქმრა­ლი­ყო ამ პე­რი­ოდ­ში, – ამბობს ,,ამბები.ჯი-სთან გოგონას ახლობელი.

58 წლის მა­მა­კა­ცის ად­ვო­კა­ტი, ლე­ვან ზაქ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

-ბრალ­დე­ბა იყოს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ჩვენ ვხე­დავ­დით დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­და დედა სა­კუ­თარ შვილს, მიეცა ის ჩვენებები, რაც მას სურდა, – ამბობს ადვოკატი ამბები.ჯი-სთან.

კახეთში 58 წლის კაცმა 6 წლის გოგონასთან სექსუალურად იძალადა _ ბავშვს მძიმე ტრავმა აქვს