„ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ძალიან გთხოვთ, ვინმეს სადმე თუ შეგხვდათ ან რამე იცით, დაგვეკონტაქტეთ. ორი დღეა, ვეძებთ”, – დაწერეს გუშინ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ოფიციალური ფეისბუქგვერდზე.
გიორგი 19 წლის არის. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მისი კვალი მცხეთა-საგურამოს ტერიტორიაზე ქრება. ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
გაუჩინარებული ფეხბურთელის მოსაძებნად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მის ძებნაში ჩართულია 70 მაშველი და 6 მყვინთავი.
,,ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

