ციფრული მარკეტინგი – წარმატების გზა

ციფრული მარკეტინგი - წარმატების გზა

ციფრული მარკეტინგი არის სწრაფად მზარდი ინდუსტრია, რომელმაც 21 საუკუნეში მოახდინა რევოლუცია ბიზნესის პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციის გზაზე. ინტერნეტისა და სოციალური მედიის ზრდასთან ერთად, ციფრული მარკეტინგი გახდა აუცილებელი ინსტრუმენტი ყველა ზომის ბიზნესისთვის.

ციფრული მარკეტინგის მეშვეობით ადამიანებს ეძლევათ საშუალება სახლიდან გაუსვლელად აირჩიონ და შეიძინონ თითქმის ნებისმიერი პროდუქტი. მაღაზიათა, აფთიაქთა თუ რესტორანთა ქსელებმა გადაინაცვლეს ონლაინ გაყიდვებზე, სწორედ ციფრული მარკეტინგის დახმარებით და მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერით შეიძინონ ან გამოიძახონ მათთვის სასურველი პროდუქტი. შესაბამისად, ლოგიკა მარტივია თუ ბიზნესი განთავსებულია ინტერნეტში, მას სჭირდება რეკლამა ონლაინ სივრცეში. სწორედ ეს არის ციფრული მარკეტინგი, რეკლამა ინტერნეტ სივრცეში.

ციფრული მარკეტინგის განვითარებასთან ერთად შეიქმნა არაერთი მარკეტინგული სააგენტო, რომლებიც თანამშრომლობენ სხვადასხვა მცირე თუ დიდი მასშტაბის კომპანიებთან და უწევენ ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა SEO, SEM, SMM და ა.შ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, რომლის დახმარებითაც ვებგვერდის ისეთი ოპტიმიზაცია, რომლის დახმარებითაც საძიებო სისტემაში მოწინავე ადგილს დაიკავებს ვებსაიტი, შესაბამისად გაიზრდება ბიზნესის ცნობადობა, გაყიდვები, რეიტინგი და ა.შ.

თითქმის ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის უკან დგას seo ოპტიმიზაცია, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ახლახან დაფუძნებული კომპანია ედსჯაბშოპ.ჯი, რომელიც ყიდის სხვადასხვა აქსესუარებს, როგორიცაა არაერთი ულამაზესი ყელსაბამი, სამაჯური, ასევე ნახატები და ა.შ.

SEM – საძიებო სისტემების მარკეტინგი

ძირითადად ადამიანები ამ მომსახურებისთვის იყენებენ Google ads-ს, ვინაიდან Google-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში, აღნიშნული პლატფორმის დახმარებით, ბიზნესის წარმომადგენლები ან მარკეტინგული სააგენტო ყიდულობს ე.წ. საძიებო სიტყვებს და გადახდილი თანხის სანაცვლოდ google ვებგვერდს განათავსებს საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციაზე.

ქოფირაითინგი

ქოფირაითერის მთავარი დანიშნულებაა წეროს სარეკლამო ტექსტები, ამ ყველაფერს კი თავისი სპეციფიკა აქვს, ტექსტი ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ დააინტერესოს მომხმარებლები, მარტივად მიაღებინოს გადაწყვეტილება შეძენაზე და ა.შ. ქოფირაითერს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანის ფსიქიკაზე, გარკვეულწილად ფსიქოლოგიაზე გარკვეული ცოდნას უნდა ფლობდეს.

გეოდეზია და ციფრული მარკეტინგი

კომპანია „გეოდეზია“-ს მაგალითზე გვინდა გაჩვენოთ, რაოდენ გამოსადეგი შეიძლება იყოს ის. გეოდეზია არის ადგილი, სადაც მუშაობენ გამოცდილი, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ისინი ხალხს ეხმარებიან ნაკვეთის, ბინის თუ სხვა შენობის დაკვალვაში, აზომვაში, დაგეგმვაში და ა.შ. მოკლედ თუ თქვენ გჭირდებათ აზომვითი ნახაზები თუ სამუშაოები, ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ გეოდეზიას პროფესიონალებს.

კომპანია „გეოდეზია“ არცთუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა უკვე ჰყავს არაერთი კმაყოფილი კლიენტი და საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდის მეტი წარმატებისკენ. ეს კი სწორედ სწორი ციფრული სტრატეგიის შედეგია, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მარკეტინგულ სააგენტო Adshub.ge-თან, რომელმაც შეუქმნა ვებსაიტი, მას შემდეგ კი უწევს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის წარმატებულ მომსახურებას.