როგორ შევარჩიოთ ლამინატი

როგორ შევარჩიოთ ლამინატი

როდესაც აბაზანის იატაკს ვარჩევთ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამძლე, მარტივად მოსავლელი და ერგებოდეს აბაზანის სტილს, ლამინირებული იატაკი ხშირად საუკეთესო არჩევანია.

ლამინირებული იატაკი არის მრავალშრიანი სინთეზური იატაკის პროდუქტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ხის, ქვის ან კერამიკული ფილების იერი და გთავაზობთ შანსს შექმნათ თქვენი აბაზანისთვის მდიდრული გარემო დაბალი ღირებულებით. თუმცა, რთულ ამოცანას წარმოადგენს სწორი ლამინირებული იატაკის არჩევა.

არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ იატაკის შერჩევამდე:

შეაფასეთ თქვენი ბიუჯეტი

პირველი ნაბიჯი ლამინირებული იატაკის არჩევისას არის თქვენი ბიუჯეტის განსაზღვრა. იატაკი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ფასით, რაც დამოკიდებულია ხარისხზე, დიზაინზე, სისქესა და ბრენდზე. თუმცა, ლამინირებული იატაკი ზოგადად ნაკლებად ძვირადღირებულია, ვიდრე ტრადიციული ხის ან ქვის იატაკი.

ნებისმიერ სარემონტო პროქტში გონივრულია მოულოდნელი ხარჯების გათვალისწინება. შესაძლოა დაგჭირდეთ იატაკის შეკეთება, ან გადაწყვიტოთ ლამინატის გაფართოება დამატებით ოთახებში. ზოგადად, კარგი იდეაა, რომ დაამატოთ დაახლოებით 10-20% თქვენს ბიუჯეტს ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ლამინატის დაგებამდე ბიუჯეტის სწორად გათვლა დაგეხმარებათ კომფორტულად იყიდოთ თქვენი ახალი იატაკი ხარისხსა და დიზაინზე ზედმეტი კომპრომისის გარეშე. თქვენს ბიუჯეტში ყველა პოტენციური ხარჯის ჩათვლით შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი, რომლითაც კმაყოფილი დარჩებით მრავალი წლის განმავლობაში.

განიხილეთ AC კატეგორია

ლამინირებული იატაკის შერჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის აბრაზიის კლასის(AC) ნიშანი. AC კატეგორია ზომავს ლამინატის ამტანობას და მის გამძლეობას ხმარების მიმართ, კატეგორია მერყეობს AC1-დან, რაც გულისხმობს მსუბუქ საყოფაცხოვრებო გამოყენებას, AC5-მდე – მძიმე კომერიციულ გამოყენებამდე. უმაღლესი AC კატეგორიები მიუთითებს უფრო გამძლე პროქდუტზე, ამიტომ იატაკის შერჩევისას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი გამოყენების სიხშირე ოთახში, რომლშიც დაეგება იატაკი.

შეისწავლეთ სისქე

ლამინატის იატაკის სისქე მერყეობს 6მმ–დან 12 მმ-მდე. სქელი ლამინატი ხშირად უფრო მეტად ჰგავს ნამდვილ ხეს, გთავაზობთ უკეთეს ხმის იზოლაციას და ზოგადად, მეტად გამძლეა. თუმცა, ასევე საყურადღებოა, რომ სქელი ლამინატი უფრო ძვირიც არის. თქვენი საჭიროებებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, შეგიძლიათ იპოვოთ კომპრომისი სისქესა და ღირებულებას შორის.

სქელი ლამინირებული იატაკი ზოგადად უფრო გამძლე და მდგრადია ზემოქმედების შედეგად დაზიანების მიმართ, როგორიცაა იატაკზე დავარდნილი ნივთები.

სტილისი და დიზაინი

ლამინირებული იატაკი ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტილში, ფერსა და პატერნებში, რაც საშუალებას გაძლევთ შეუსაბამოთ იატაკი თქვენი სახლის დეკორს. მიუხედავად იმისა, უპირატესობას ანიჭებთ ხის კლასიკურ იერს, რუსტიკული ქვის იერს თუ თანამედროვე კრამიტის დიზაინს, არსებობს ლამინატის სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც შეესაბამება თქვენს ესთეტიკას. არ დაგავიწყდეთ დიზაინის არჩევისას გაითვალისწინოთ თქვენი ოთახის ზომა და განლაგება, რადგან პატერნებმა და ფერებმა შესაძლოა სივრცე უფრო დიდი ან პატარა გახადოს. 

დაგების სიმარტივე

ლამინატის იატაკს აგებენ ბინებში, კერძო სახლებში, ოფისებსა და სხვა დაწესებულებებში. ლამინირებული იატაკის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს დაგების მარტივი და სწრაფი მეთოდი, თუმცა თუკი აპირებთ ლამინატის დაგებას თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, აუცილებელია იცოდეთ წესები, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი პრობლემები.

ლამინატის სხვადასხვა დიზაინს განსხვავებული მორგების მეთოდი აქვს, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგად ხართ მომზადებული ლამინატის დაგებისთვის. თუკი იატაკის დაფარვას აპირებთ უკვე არსებულ იატაკზე, ლამინატი აუცილებლად უნდა დაეგოს თანაბარ, სუფთა, გლუვ და მშრალ ზედაპირზე.

თუკი თქვენი სივრცის ქვედა სართული არის ბეტონის, დაგჭირდებათ დამცავი საფარის დაგება, რათა დაიცვათ იატაკი ტენიანობისგან. ლამინატი შეიძლება დაიყოს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, მაგრამ სჯობს ნახოთ რომელი დიზაინი უფრო შეესაბამება იმ სივრცეს, რომელშიც აგებთ იატაკს.

შეამოწმეთ გარანტია

ლამინატის იატაკის ბევრი ბრენდი გთავაზობთ გარანტიას, რომელიც ფარავს ლამინატის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა ცვეთა და გახუნება. გარანტია გთავაზობთ სიმშვიდეს, თუმცა აუცილებელია გაითვალისწინოთ კონკრეტულად რას ფარავს ის, რა არის მისი ხანგრძლივობა და არსებობს თუ არა რაიმე წინაპირობები, რამაც შეიძლება გააუქმოს გარანტია.

გაითვალისწინეთ მდგრადობა

მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოსდაცვითი მდგომარეობა. აირჩიეთ ლამინირებული იატაკი, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან. ზოგიერთი მწარმოებელი გთავაზობთ პროდუქტებს დაბალი ორგანული ნაერთების გამონაბოლქვით, რაც ხელს უწყობს ჰაერის უკეთეს ხარისხს. 

საბოლოო კომენტარი

სწორი ლამინირებული იატაკის არჩევა გულისხმობს თქვენი საჭიროებების, პრეფერენციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებას. ისეთი ფაქტორების შესწავლით, როგორიცაა გამძლეობა, ლამინატის სისქე, დიზაინი, ინსტალაციის მეთოდი, გარანტია და მდგრადობა, შეძლებთ იპოვოთ პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სივრცის ესთეტიკას, არამედ გთავაზობთ მუდმივ კომფორტსა და მაღალი ხარისხის იატაკს. 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ოთახის დიზაინი და შესაბამისად გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი.