იტალიელები ქართველებზე: ,,მრცხვენია მათ გამო და მეცოდებიან” – რა ჩაიდინეს ქართველებმა გრავინა ინ პულიაში

იტალიელები ქართველებზე: ,,მრცხვენია მათ გამო და მეცოდებიან" - რა ჩაიდინეს ქართველებმა გრავინა ინ პულიაშიიტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ს მერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად გაკეთებულ მონუმენტის ფოტოს, რომელსაც ქართული ასოებით აწერია: ,,ზაოდი”. ამ ვანდალიზმმა იტალიელები აღაშფოთა.

,,სე­რი­ო­ზუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის მსხვერ­პლის ფა­სად მის­ცეს ამ იდი­ო­ტებს შან­სი, ეცხოვ­რათ თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში. საქ­მე ძი­ე­ბა­შია და იმე­დი გვაქვს, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბით და­ვად­გენთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს”, – წერს მე­რი.

,,მო­ნუ­მენტზეა მა­მა­ჩე­მის ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი­ცაა. გან­რის­ხე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც მისი შთა­მო­მა­ვა­ლი და რო­გორც იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის!”

,,მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ჩემი დახ­მა­რე­ბა, ამ მო­ნუ­მენ­ტის გა­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მე­ში. მას­ზე ჩემი გვა­რი­ცაა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო… არ მეს­მის, რა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, მათ არა­ვი­თა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვთ არა­ვის მი­მართ. მრცხვე­ნია მათ გამო და მე­ცო­დე­ბი­ან ისი­ნი”.

ამბები.ჯი