გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ,,ბითფურის“ მონაცემთა ცენტრმა საკრებულოს თავმჯდომარეს 2019 წელს 97.910 ლარი გადაუხადა.
დავით რაზმაძის ინფორმაციით, მამის საკუთრებაში არსებულ ქონებას მინდობილობის საფუძველზე თვითონ განკარგავს და ობიექტიდან, სადაც მისი ინფორმაციით, ბიტკოინების საწარმო ფუნქციონირებს, თვეში 2.880 აშშ დოლარს იღებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წელს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელი 2 ამერიკელია, ხელშეკრულება ჯერ 2015-2018 წლებში გაფორმდა შემდეგ განახლებული დოკუმენტი კი ძალაში 2018-202 -მდე პერიოდშია.
-მამაჩემს აქვს გაქირავებული შენობა, რომელსაც მინდობილობით მე ვმართავ. აქედან გამომდინარე, ჩემს შემოსავალთან ერთად მამაჩემის თანხასაც მე განვკარგავ. 97 ათასიდან მამაჩემს 67 ათასი ლარი აქვს ნაჩუქარი ჩემზე. თანხის ნაწილი გასულ წელს ჩემს შვილს ვაჩუქე.
რაც შეეხება კომპანიას, რომელსაც მამაჩემის კუთვნილი ფართი აქვს ნაქირავები, ყოველთვე ანახლებს ხელშეკრულებას. შეუძლიათ, დღესვე გვითხრან, კარგად ბრძანდებოდეთო და აღარ გააგრძელონ ურთიერთობა. ეს ხელშეკრულების დარღვევად არ ჩაითვლება, – აცხადებს დავით რაზმაძე.
რადიო მოზაიკა

