ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსმა მისი სამი მეგობარი იმსხვერპლა.
-მე იმ ხალხის ოჯახებს ვესაუბრე, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპნენ და რომლებიც ჩემთან პირდაპირ არ არიან დაკავშირებული. მე დავკარგე ძალიან კარგი მეგობარი. მე ასევე დავკარგე კიდევ სამი მეგობარი. ორ მათგანთან ერთად ბიზნესს ვაკეთებდი, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

