მარინა ეზუგბაია: ,,ეს პირველად მოხდა და ჩემი სურვილია, სულ ასე გაგრძელდეს”

მარინა ეზუგბაია: ,,ეს პირველად მოხდა და ჩემი სურვილია, სულ ასე გაგრძელდეს"თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კი 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ერთ დღეში გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა.

-დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თუ რას უძლებენ ქართველი მედიკოსები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე არიან, ვის ანდო მარინა ეზუგბაიამ უმნიშვნელოვანესი საქმე, როგორები არიან ცნობილი ინფექციონისტები სამსახურის მიღმა, ამის შესახებ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში იხილეთ ინტერვიუ ექსპრეს-ლაბორატორიის  ხელმძღვანელ ეკა ხურციძესთან.