ისრაელმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნა – ერთი პაციენტის პლაცენტას 20 ათასზე მეტი დაავადებულის განკურნება შეუძლია

ისრაელმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნა - ერთი პაციენტის პლაცენტას 20 ათასზე მეტი დაავადებულის განკურნება შეუძლია,,ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა – უკვე პირველ გადარჩენილებს ითვლიან” _ წერს ინტერნეტგამოცემა კომერსანტი.

,,ისრაელის წარმოების პრეპარატის ტესტირება უკვე აშშ-შიც დაიწყეს და მან 100%-იანი ეფექტი მისცა კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მძიმე ავადმყოფების მკურნალობისასაც კი. თავად ისრაელში ამ პრეპარატით მკურნალობამ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 7 პაციენტი გადაარჩინა. მათ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად გულისა და თირკმლის უკმარისობაც აწუხებდათ.

მედიკამენტის შემქმნელი კომპანია Pluristem Therapeutics-ის განცხადების თანახმად, პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას სწორედ იმ პროცესის დათრგუნვა და განეიტრალება  შეუძლია, რითაც კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობა იღუპება.

კომპანია ჭკვიანი უჯრედების გამოსაყვანად პლაცენტას იყენებს და სეკრეციის მიზნით მათ პროგრამირებას ავადმყოფთა ორგანიზმის ცილოვან უჯრედებში ახდენს.

იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასამართლო, რომელმაც  შესაძლოა დაუშვას კიდეც ამ პრეპარატის აქტიური გამოყენება. შესაბამისად, რეგულატორების მხრიდან ნებართვის კვალდაკვალ შესაძლებელი გახდება სამკურნალო პრეპარატის დიდი ოდენობით დამზადება.

კომპანიის გენერალური დირექტორის, იაკი იანაის თქმით, მკურნალობა ხდება 15 მილილიტრიანი დოზებით. ეს ცნობილია, როგორც პლაცენტის უჯრედი. ის შეჰყავთ უბრალო ინექციის სახით და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უჯრედები ერთგვარ ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილას წარმოქმნის.

დღემდე, Pluristem-ის ტექნოლოგია კიდურებში სისხლის ცუდი მიმოქცევის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მაგრამ კომპანიის მეცნიერებმა სწრაფად შეძლეს უჯრედის პერეფპროფილირება და ამ პრეპარატის კორონოვირუსის საწინააღმდეგოდ მიმართვა. ამ ტექნოლოგიის მიხედვით, ერთი პაციენტის პლაცენტას 20 ათასზე მეტი დაავადებულის განკურნება შეუძლია.

ინფორმციას ამის შესახებ Obozrevatel.com ავრცელებს”, _ წერს კომერსანტი.