ილია გოცაძე: ,,მითხრეს, რატომ უკეთებ ოპერაციას, რეპუტაცია გაგიფუჭდებაო” _ როგორ გადაარჩინა ქართველმა ქირურგმა პაციენტი, რომელიც თურქეთშიც უიმედოდ ჩათვალეს

ილია გოცაძე: ,,მითხრეს, რატომ უკეთებ ოპერაციას, რეპუტაცია გაგიფუჭდებაო" _ როგორ გადაარჩინა ქართველმა ქირურგმა პაციენტი, რომელიც თურქეთშიც უიმედოდ ჩათვალესქირურგი-ონკოლოგი ილია გოცაძე თავისი სამედიცინო პრაქტიკიდან უნიკალურ ოპერაციას იხსენებს, რომელიც საქართველოში ჩაატარა. ის თავისი ყოფილი პაციენტის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც გადარჩენის შანსი 1 პროცენტიც არ ჰქონდა. ექიმი  წერს:

,,2013 წელს აღდგომა იყო მაისში, 5 რიცხვში, ხოლო 7 მაისს, სამშაბათს ჩვენ გავუკეთეთ ამ ადამიანს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია იმ დროისათვის.

ავთო მაშინ იყო 42 წლის, დიაგნოზით _ 12 გოჯა ნაწლავის სიმსივნე პანცრეასში და მიმდებარე ქსოვილებში ინფილტრაციით (ჩაზრდით). მართლაც დიდი სიმსივნე, მართლაც რთულად ამოსაკვეთი. ჩვენამდე ორჯერ იყო ნაოპერაციები და სიმსივნის ამოკვეთა არ განხორციელდა.

ავთოს უარი უთხრეს ქირურგიულ მკურნალობაზე ჯერ საქართველოში და მერე თურქეთშიც. უთხრეს, რომ სიმსივნის ამოკვეთა შეუძლებელია. მიიჩნიეს პალიატიურ, ანუ უიმედო პაციენტად.

არადა ასე არ იყო. შესაძლებელი იყო, მაგრამ რთულად გასახორციელებელი. მაშინ სულ ახალი გადმოსული ვიყავი მოსკოვიდან. ვიყავი 32 წლის. მეუბნებოდნენ _ ,,არ გააკეთო რთული ოპერაციები”,  ,,რომ გართულდეს,  გაგიფუჭდება რეპუტაცია”, ,,თუ უარი უთხრეს უკვე, შენ რატომ უკეთებ?”..

რატომ და იმიტომ, რომ ნაჩვენებია; რატომ და იმიტომ, რომ ამოკვეთა შესაძლებელია. რატომ და პაციენტს არ აქვს შორეული მეტასტაზები და მთელ მსოფლიოში ამის მკურნალობა არის ქირურგიული. რატომ და იმიტომ, რომ უნდა გადარჩეს.

ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ. ბუნებრივია, რომ ურთულესი დონის ონკოქირურგიაში ასე ყოველთვის არ ხდება. გართულებებიც მოყვება და ხანდახან _ მარცხიც,  რომელიც ძალიან რთული გადასატანია.

ხარისხიანი ონკოქირურგია შესაძლებელია საქართველოში. დიაგნოზის დასმაც და მკურნალობაც. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ვიგებთ, მაგრამ, როგორც მთელი მსოფლიოს წამყვან დაწესებულებებში, შესაძლებელია გართულებაც…

ავთოს იღბალს და ოპტიმიზმს ვუსურვებ და ყველა პაციენტს ვინც, ამ  დაავადებას ებრძვის!” _ ნახეთ ექიმ ილია გოჩაძის ყოფილი პაციენტის ვიდეო.

აღდგომის მეორე დღე რომელიც სულ მემახსოვრება

2013 წელს აღდგომა იყო მაისში 5 რიცხვში . ხოლო 7 მაისს, სამშაბათ დღეს, ჩვენ გავუკეთეთ ამ ადამიანს ერთერთი ყველაზე რთული ოპერაცია რაც გამიკეთებია იმ დროისათვის. ავთო მაშინ იყო 42 წლის, დიაგნოზით 12 გოჯა ნაწლავის სიმსივნე პანცრეასში და მიმდიბარე ქსოვილებში ინფილტრაციით (ჩაზრდით). მართლაც დიდი სიმსივნე , მართლაც რთულად ამოკვეთადი.ჩვენამდე ორ ჯერ იყო ნაოპერაციები და სიმსივნის ამოკვეთა არ განხორციელდა. ავთოს უარი უთხრეს ქირურგილ მკურნალობაში ჯერ საქართველოში და მერე თურქეთშიც. უთხრეს რომ სიმსივნის ამოკვეთა შეუძლებელია. მიიჩნიეს პალიატიურ ანუ უიმედო პაციენტად. არა და ასე არ იყო. შესაძლებელი იყო მაგრამ რთულად გასახორციელებელი. მაშინ სულ ახალი გადმოსული ვიყავი მოსკოვიდან. ვიყავი 32 წლის. მეუბნებოდნენ "არ გააკეთო რთული ოპერაციები", " რომ გართულდეს გაგიპუჭდება რეპუტაცია", " თუ ყარი უთხრეს უკვე შენ რატომ უკეთებ?".. რატომ და იმიტომ რომ ნაჩვენებია. რატომ და იმიტომ რომ ამოკვეთადია ეს სიმსივნე. რატომ და პაციენტს არ აქვს შორეული მეტასტაზები და მთელს მსოფლიოში ამის მკურნალობა არის ქირურგიული. რატომ და იმიტომ რომ უნდა გადარჩეს. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ. ბუნებრივია რომ ურთულესი დონის ონკოქირურგიაში ასე ყოველთვის არ ხდება. გართულებების მოყვება და ხანდახან მარცხიც…. რომელიც ძალიან რთული გადასატანია თუ ხდება.. აქ არის ამ ოპერაციის ვიდეო – https://youtu.be/UvmiOlhC0Toხარისხიანი ონკოქირურგია შესაძლებელია საქართველოში. დიაგნოზის დასმაც და მკურნალობაც. როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ვიგებთ. მაგრამ როგორც მთელი მსოფლის წამყვან დაწესებულებებსი შესაძლებელია გართულებაც… ავთოს იღბალს და ოპტიმისმს ვუსუვრებ ყველა პაციენტს ვინც ამ ვერაგ დაავადებას ებრძვის!

Gepostet von ილია გოცაძე ქირურგი-ონკოლოგი am Dienstag, 21. April 2020