
სამყაროს გახელოვნურების ფონზე, ნატურალური სასოფლო სამეურნეო პროდუქტი განსაკუთრებით ძვირფასია. ამ მხრივ სახელმწიფოც და საბანკო სტრუქტურებიც მაქსიმალურად უჭერენ მხარს აგრო ბიზნესებს. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში შეიქმნა ინოვაციური პროდუქტი – აგრო სესხი.
ვის შეუძლია აგრო სესხით სარგებლობა:
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვინც ეწევა სამეურნეო საქმიანობას, აქვს საშუალება ისარგებლოს აგრო სესხით.
რა შეიძლება იყოს აგრო სესხის მიზანი?
აგრო სესხი შესაძლოა საჭირო გახდეს სტარტაპ ბიზნესის კეთებისას, ან არსებული ბიზნესის განვითარებისას. სხვა სესხებისგან განსხვავებით, ამ ტიპის სესხის გაცემისას საკრედიტო ოფიცერი აუცილებლად დაინტერესდება მიზნობრიობით და მართლაც მნიშვნელოვანია ნათლად იყოს გაწერილი ბიზნეს გეგმა. პირველ რიგში ეს გაამარტივებს რისკების შეფასების პროცესს და შესაბამისად დააჩქარებს სესხის მიღებას.
შესაძლებელია თუ არა შეიცვალოს სესხის დანიშნულება?
აგრო სესხის შემთხვევაში სესხის დანიშნულების შეცვლა, რათქმაუნდა შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია საკრედიტო ოფიცერი იყოს საქმის კურსში. ამ შემთხვევაში ბანკი გვევლინება პარტიორის როლში ხოლო საკრედიტო ოფიცერი არის შუამავალი თქვენსა და ბანკს შორის.
აგრო ბიზნესი სავსეა მოულოდნელი შემთხვევებით, სწორედ ამისთვის არსებობს ბაზარზე დაზღვევა, რომელიც დააზღვევს არამხოლოდ თქვენს ბიზნესს არამედ ფულად ვალდებულებასაც.

რა უნდა ვიცოდეთ აგრო სესხის შესახებ?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სესხის მიზანი, ამ შემთხვევაში ბანკი თავადაც თქვენი წარმატებით არის დაინტერესებული, ამიტომ თუ საჭიროა სესხის გადავადება, პირობების შეცვლა ან თანხის გაზრდა, გახსოვდეთ ყველაფერი მოლაპარაკებადია. ამიტომ ფულადი ვალდებულების თავიდან აცილების მაგივრად, ყოველთვის უმჯობესია გაესაუბროთ საკრედიტო ოფიცერს. სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით ეს სესხი ზრუნავს თქვენს ბიზნესზე თქვენთან ერთად.
რა პროცედურების გავლას საჭიროებს აგრო სესხი?
მას შემდეგ რაც შეავსებთ განაცხადს, მოგიწევთ გაიაროთ პირადი კონსულტაცია საკრედიტო ოფიცერთან, მოუყვეთ მას სამომავლო გეგმების შესახებ, თუ უკვე ფლობთ რაიმე სახის სამეურნეო ქონებას, მოხდება ამ ქონების შეფასება. ამის შემდეგ ხდება დეტალურად პირობების განხილვა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება.
რა თანხაზეა საუბარი აგრო სესხის პირობებში?
თანხის ოდენობა და პროცენტი განისაზღვრება ინდივიდუალურად. გარდა იმისა რომ განსხვავდება ყველა ბანკის შეთავაზება, ასევე დიდ როლს თამაშობს სწორედ ზემოთ ნახსენები ბიზნეს გეგმა და ბიზნესის არსებობის შემტხვევაში მისი რეალური მდგომარეობას.
აგრო სესხი ისევე როგორც ბიზნეს სესხი გაყენებთ პარტნიორის პოზიციაში, სწორედ ეს არის ამ ტიპის სესხების დადებითი მხარე და განაპირობებს ლოილური კლიენტების მიმართ სასიამოვნო ინდივიდუალისტურ მიდგომას.
