თბილისში, ალექსიძის 7 ნომერში, მე-14 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,პირველი” ავრცელებს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 20 წლამდე ბიჭია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

