საშობაო ღვეზელის ორი რეცეპტი – თავად აირჩიეთ

საშობაო ღვეზელის ორი რეცეპტი - თავად აირჩიეთგთავაზობთ საშობაო ღვეზელის ორ რეცეპტს, რომლებიც ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

1 კგ ფქვილი
30 გრ გამაფხვიერებელი
250 მლ ზეთი
1 სუფრის კოვზი მარილი
1 კგ ჭყინტი ყველი
7 კვერცხი

მომზადება:
მოვათავსოთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად მოვურიოთ. დავასხათ თბილი წყალი (დაახლოებით 40-45 გრადუსი). წყალთან ერთად ვამატოთ ცოტ-ცოტა ზეთიც და ვურიოთ.

ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში, ცომის მოსაზელად დაგჭირდებთ აუცილებლად თბილი წყალი (40-45 გრადუსი).

წყალთან ერთდ პერიოდულად ამატეთ ზეთიც, ცომი მზადაა თუ ის ხელებზე აღარ გეკრობათ, ბოლოს დააგუნდავეთ, გადააკარით საკვები ცელოფანი და დადეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.

გახეხეთ ყველი მსხვილად. ტრადიციულად, ამზადებენ იმდენ ღვეზელს, რამდენი წევრიცაა ოჯახში. თითო ღვეზელში აუცილებლად უნდა იყოს 1 კვერცხი.

ცომი დაყავით თანაბარი ზომის გუნდებად.თუ გუნდა იქნება 250 გრამიანი, აიღეთ 150 გრამი ყველი და 1 ცალი მოხარშული კვერცხი. გადაახვიეთ ღვეზელი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. კარგად მოუკარით ცომის პირები.
ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი, დააწყვეთ ღვეზელები, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. მოათავსეთ წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში, 180 გრადუსზე, 15-20 წუთი.

საშობაო გურული ღვეზელის რეცეპტი ია მინდაძისგან

საჭიროა:
600 მლ რძე (ან წყალი)
1 ს.კ. საფუარი
200 გრ კარაქი ან მარგარინი (გამდნარი)
1 ს.კ. შაქარი
მარილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (დაახლოებით 1.კგ 200 გრ)

მომზადება:
ჯამში მოათავსეთ თბილი რძე, საფუარი, შაქარი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი, მარილი და ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ და დადგით ასაფუებლად. მოამზადეთ ყველი, მოხარშული კვერცხი.გაბრტყელებულ ცომზე ბლომად ყველი, დაჭრილი კვერცხი და კარაქის ნაჭერი დაადეთ. მთვარის ფორმას რომ მისცემთ, ზემოდან არაჟნიანი კვერცხის გული წაუსვით.