მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. მის რჩეულს ანი ჰქვია, მსახიობია და გიორგიზე 19 წლით უმცროსია – 24 წლის არის. გიორგი ყიფშიძე ორი შვილის მამაა და როგორც ამბობენ, მესამე შვილს ელოდება. ანი 5 თვის ორსულია.
გიორგის პირველი ცოლი მოდელი კრისტი იყო, მასთან ქალიშვილი ჰყავს. მეორედ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა და წყვილს ვაჟი ეყოლა. დრო და დრო ვრცელდებოდა ხმები, რომ გიორგი და ანი ჩიკვილაძე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გამძაფრდა მაშინ, როცა გიორგი ყიფშიძე მონაწილეობდა პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”.
წყვილი ჟურნალისტებთან ამ თემაზე არ საუბრობდა და მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორები იყო.
„ჩემს ცოლს, ანი ჩიკვილაძეს… ანი, მე შენ მიყვარხარ!!! შენი ასეთი სიყვარულის გამო უფრო მეტად, ასჯერ მეტად მიყვარხარ, იმდენად, რომ ვერც გიხსნი და ეს მიხარია“, – დაწერა 2 წლის წინ გიორგი ყიფშიძემ.
მსახიობის მესამე ქორწინების ამსახველი ფოტო უკვე დაიდო სოციალურ ქსელში. ,,ქორწილის დღე” – დაწერა ინსტაგრამზე გიორგი ყიფშიძის ახალმა რჩეულმა და ბეჭდებიანი ფოტო ატვირთა.




