,,უკვე გონებას კარგავდა, მითხრა, ოჯახს მიმიხედეო” – დაჭრილ პატრულს ხელოსანმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება

,,უკვე გონებას კარგავდა, მითხრა, ოჯახს მიმიხედეო" - დაჭრილ პატრულს ხელოსანმა აღმოუჩინა პირველადი დახმარებაბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე 18 დეკემბერს გვი­ან ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა. მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა. მამაკაცმა მჟავანაძე ფეხში დაჭრა.

დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს და ბედად, სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც დანაშაული მოხდა. მან ,,პრაიმტაიმს” უამბო:

-შევესწარი, რომ შველას ითხოვდა პატრული… ხალხი იდგა გარშემო და უბრალოდ უყურებდნენ, გეგონება, კონცერტი იყო, არავინ ცდილობდა ხელის შეშველებას. მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი, მაქსიმალურად შემეჩერებინა სისხლდენა. ჩავსვათ მანქანაში და წავიყვანოთ რესპუბლიკურში-თქო, დავიყვირე. სხვა შემთხვევაში აზრი აღარ ჰქონდა, სანამ საწრაფო მოვიდოდა, დაიღუპებოდა. აჭარის პოლიციის უფროსი მოვიდა უცებ, მე და მან გადავიყვანეთ მანქანით. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა,  ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა, – მოუყვა ,,პრაიმტაიმს” რაულ თებიძემ.

ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძე მკლავ­ჭი­დე­ლია… იგი მკვლავ­ჭი­დის ნაკ­რე­ბის წევ­რია, ამა­ვე დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.