ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავესშსს-მ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი 4 პირი – 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ღ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ყ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

-განზრახ მკვლელობის ცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ტ.ღ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 19 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, გა­ლის ქუ­ჩა­ზე, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დაჭ­რი­ლი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს,-გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს კი – 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.