ათენში, კალამარზე, პანატინაიკის სტადიონზე 25 წლის ქართველი გოგო ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც მედია წერს, დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც ბერძნული გამოცემა იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული. მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო.
როგორც ირკვევა, ქართველ გოგონას ძალიან კარგად ეცვა. მისი სტილი მიანიშნებდა, რომ ან ღამის კლუბში, ან რომელიმე კარგ რესტორანში უნდა ყოფილიყო, ვიდრე კალიმარმაროს პარკში მოხვდებოდა.
მას დედა და ბერძენი შეყვარებული ეძებდნენ, რომელთა უპასუხო ზარებიც მის ტელეფონში აღმოაჩინეს. ორივე მთელი დღის მანძილზე ურეკავდა.
როგორც მედია იუწყება, გარდაცვლილი საბერძნეთში წლების მანძილზე, მეტსის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მისი დედა და შეყვარებული ამბობენ, რომ გოგონას არ ჰქონია თვითმკვლელობის მიზეზი და არც თავისი ქცევებით აღძრავდა რაიმე ეჭვს.
პოლიცია ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რათა საქმეში ხელმოსაჭიდი გაჩნდეს.
გეორგიანს.გრ

