,,არ დანებდე, იბრძოლე!” – ცოტნე გამსახურდია ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს, მას ორმხრივი ტრეპანაცია სჭირდება”

,,არ დანებდე, იბრძოლე!" - ცოტნე გამსახურდია ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს, მას ორმხრივი ტრეპანაცია სჭირდება"ცოტნე გამსახურდიას ძმის, კოკო გამსახურდიას ინფორმაციით, მეორე გადაუდებელი ოპერაცია დაიწყო.

ამ შემთხვევაში ოპერაცია თავზე კეთდება. ახლა კიდევ შეიყვანეს. ორმხრივი ტრეპანაციაა საჭიროო,  თქვა ნეიროქირურგმა.

ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ.

,,არ დანებდე, იბრძოლე!”, ,,ერთხელ ხომ გადარჩი, ისევ იბრძოლე!”, ,,ვილოცოთ მისთვის”… – წერენ სოციალურ ქსელში.