შოუმენი ნიკა გრიგოლია გოგონას მამა გახდა. მას და მარიამ ფაღავას შვილი, მია შეეძინათ. ამის შესახებ ნიკა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
მთავარი არხი ნიკას ასე ულოცავს:
“მთავარი არხის პირველი შვილი – ნიკა გრიგოლიას გოგონა შეეძინა 🎉
Nika Grigolia გილოცავთ ❤”
“ჩვენი მთავარი გოგო იქნება ეს ❤️❤️❤️ ნიკა გილოცავ, უბედნიერესი იყოს პატარა გრიგოლია გოგო ❣️❤️🥰” – წერს კომენტარებში თეა ადეიშვილი.
ნიკა გრიგოლიას პირველი ქორწინებიდან, ია უძილაურთან 11 წლის ვაჟი ნიკოლოზი ჰყავს.

