თუშეთში ავარიის დროს ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა

თუშეთში ავარიის დროს ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდათუ­შე­თის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რუ­წლო­ვა­ნია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ლისს, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, ფშა­ვე­ლი-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მე-20 კი­ლო­მეტრზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სულ ხუთ­მა ადა­მი­ან­მა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რუ­წლო­ვა­ნია.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი „კა­მა­ზის“ მარ­კის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა, გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ნიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია“, – ნათ­ქვა­მია შს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლებს, ორი ადა­მი­ა­ნი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მის თქმით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ორი­ვე მათ­განს და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თუ­შეთ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და და ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მელ­შიც 12 ადა­მი­ა­ნი იჯდა, ხევ­ში გა­და­ვარ­და.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. თბი­ლი­სი­დან, ასე­ვე გა­ემ­გზავრნენ და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

პრე­მი­ერმი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს გა­მო­უ­ცხა­და.

„უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ თუ­შეთ­ში დღეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ მძი­მე წუ­თებ­ში თა­ნად­გო­მას და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს, და­შა­ვე­ბუ­ლებს კი მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ“, – ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ინტერპრესნიუსი