თიკა ჯამბურია დააკავეს – ვიდეო

თიკა ჯამბურია დააკავეს - ვიდეომომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ,  რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავების მომენტში ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვი, თიკა ჯამბურიას შვილი იმყოფებოდა, რომელიც ტიროდა და შეშინებული იყო.  როგორც ჯამბურია, ასევე მისი დედა ამბობდნენ, რომ პოლიციამ მათი და ბავშვის უფლებები დაარღვია. ადგილიდან ბავშვი დაკავებულ მშობელთან და ბებიასთან ერთად პატრულის მანქანით წაიყვანეს.

პრაიმტაიმი, ვიდეო