სოკოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია

სოკოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კრიტიკულ მდგომარეობაშიალენ­ტეხ­ში სო­კო­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 3 მო­წამ­ლუ­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის და­ვით ჯა­ნა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

-ერთი პა­ცი­ენ­ტი, რო­გორც ვი­ცით, სო­კოს მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბა 2 პა­ცი­ენ­ტი, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ჯა­ნა­ში­ამ.

ექი­მის თქმით, უც­ნო­ბია, სო­კოს სა­ხე­ო­ბა, რაც მი­ი­ღეს მათ.

კი­დევ ერთი მო­წამ­ლუ­ლი და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრშია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც მძი­მეა. ის კლი­ნი­კა­ში გვი­ან ღა­მით გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

ინტერპრესნიუსი