შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე დღეა იძიებს, ვინ მოიპარა ნისიების რვეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში მდებარე მაღაზიიდან. უწყებაში ონ.ჯი-ს უთხრეს, რომ დამოძიება გრძელდება.
მაღაზია 27 ივლისს გაქურდეს. მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, რვეულთან ერთად წაღებულია 330 ლარი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ონ.ჯი

