,,პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გურამიშვილის გამზირზე 24 ივნისს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვალიფიკაციას ოფიციალურად ცვლის. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლზე გადაკვალიფიცირდება და სავარაუდოდ, დაიხურება.
თავდაპირველად, ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებებით განზრახ მკვლელობა არ დასტურდება.
გამოძიება საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ბინაში მყოფ ერთ-ერთ ახალგაზრდას იარაღი გაუვარდა, რამაც მისი მეგობარი იმსხვერპლა, რის შემდეგ თავად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნ იარაღზე სწორედ გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები. ერთ-ერთი ვერსიით, მიმოწერა ადასტურებს, რომ ადგილზე მხოლოდ ორი პირი იმყოფებოდა, ვინაიდან მეგობრებმა შეხვედრა სწორედ სატელეფონო მიმოწერით შეათანხმეს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს გურამიშვილის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიას ორი ახალგაზრდა – შაკო ტყემალაძე და გურამ კოღუა ემსხვერპლა.
პრაიმტაიმი

