საზარელი ავარია აჭარაში – დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი

საზარელი ავარია აჭარაში - დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილიტრაგედია დატრიალდა მთიან აჭარაში, ღორჯომის თემში. ,,უაზის” ტიპის ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი.

ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.