ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინესთბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, მას პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა,მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.