გურამიშვილის გამზირზე მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძე, ,,მისტერ ვალენტინი 2014″-ის, თორნიკე ტყემალაძის ძმაა.
გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა გუშინ მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.
ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოს გავლით დატოვა.
მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შს სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ნიუპოსტი

