,,დააკავეს თბილისის წყალდიდობის გმირი, რომელმაც ბეგი გადაარჩინა” – მკვლევარი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს

,,დააკავეს თბილისის წყალდიდობის გმირი, რომელმაც ბეგი გადაარჩინა" - მკვლევარი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ ზო­ო­ლო­გი, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ,,ნაკ­რე­სის” ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დააკავეს.სოციალურ ქსელში წამოიწყეს აქცია – ,,გაათავისუფლეთ ბეჟან ლორთქიფანიძე”.

,,ნაკ­რეს­მა” ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია წყვეტს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას:

,,და­ა­კა­ვეს სა­ხე­ო­ბა­თა კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის – „ნაკ­რე­სის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი და კონ­სერ­ვა­ცი­ის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, 20 ივ­ნი­სის ღა­მეს, ე.წ. ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით.

რა უნდა ქნას კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფი­ლის სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კურ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, როცა მის ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელს – ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის კვლე­ვი­სა და დაც­ვის საქ­მე­ში არაერთი ინო­ვა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­ტანს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლისტს, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს, ორი შვი­ლის მა­მას, ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ლო­საც რომ არ გა­უვ­ლია არა­ნა­ირ კრი­მი­ნალ­თან და აქამ­დე და შემ­დგო­მაც ერ­თა­დერთ და­ნა­შა­ულს რო­მელ­საც ჩა­ი­დენს იქ­ნე­ბა ის, რომ ვერ აი­ტა­ნა სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბა და გა­აპ­რო­ტეს­ტა პატ­რი­ო­ტუ­ლი ღირ­სე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა – ცი­ხე­ში უკ­რა­ვენ თავს?!

შე­უძ­ლე­ბე­ლია ბეჟა­ნი ცი­ხე­ში იყოს და “ნაკ­რეს­მა” ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გია და ძა­ლის­ხმე­ვა მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მივ­მარ­თოთ. იმე­დია, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი და დო­ნო­რე­ბი გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბი­ან ჩვენს მიერ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში გარ­კვე­ულ შე­ფერ­ხე­ბას.

მივ­მარ­თავთ ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ვის­თა­ნაც ნაკ­რე­სი თა­ნამ­შრომ­ლობს, მათ შო­რის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ერ­თე­უ­ლებს, კო­ლე­გა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ და დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, დაგ­ვეხ­მა­რონ ბეჟა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

ასე­ვე მივ­მარ­თავთ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რებს, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ ამ საქ­მე­ში და თავ­მდე­ბად და­უდ­გნენ ბეჟანს – იქ­ნებ რო­მე­ლი­მემ მა­ინც გა­და­წყვი­ტოს, რომ არც მათ უნ­დათ ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­შიც ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ცი­ხე­ში იჯ­დე­ბა?” – ვკი­თხუ­ლობთ “ნაკ­რე­სის” გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც და წე­რენ, რომ ის ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც 13 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს წყალ­დი­დო­ბა­ში მო­ყო­ლი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის, მათ შო­რის ბე­ჰე­მო­ტი ბე­გის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც National Geographic-ს ეკუთ­ვნის, ჩანს ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ბე­გის მო­სა­დუ­ნე­ბელ კაფ­სულს ეს­ვრის.

“აბა, ახლა ამათ რა უნდა უთხრა?! გი­ნე­ბის მეტი არა­ფე­რი ეკუთ­ვნით! ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს რომ და­ი­ჭერ – ბუ­ნე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მკვლე­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დახ­ვე­წილ პი­როვ­ნე­ბას, ამ სა­ა­მა­ყო ქარ­თველ კაცს! ძა­ლი­ან ცუდი სუნი სდის ამ და­კა­ვე­ბებს – ძა­ლი­ან ცუდი!” – წერს ნუგ­ზარ ზა­ზა­ნაშ­ვი­ლი.

“აბ­სო­ლუ­ტუ­რი შოკი მაქვს! ამ წუ­თას ჩემი უახ­ლო­ე­სი ძმა­კა­ცი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს 20 ივ­ნი­სის მი­ტინგზე ყოფ­ნის გამო! ზო­ო­პარ­კის წყალ­დი­დო­ბის გმირ­ზეა ლა­პა­რა­კი! ბე­ჰე­მო­თი ვინც და­ა­ძი­ნა და გა­და­არ­ჩი­ნა!!!” – წერს ბი­ო­ლო­გი და ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლე­ვან ბუ­თხუ­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს გან­ცხა­დე­ბას ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქმე­დე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბეჟან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე “გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ, სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მათ და ძა­ლა­დო­ბით ცდი­ლობ­და კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას”.

ამბები.ჯი,,დააკავეს თბილისის წყალდიდობის გმირი, რომელმაც ბეგი გადაარჩინა" - მკვლევარი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს