ბათუმში ლიფტი ჩამოვარდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ

ბათუმში ლიფტი ჩამოვარდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები ფეხის არეში აღენიშნება, ხოლო მეოთხე ადამიანს, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

შემთხვევა აღმაშენებლის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ინტერპრესნიუსი