,,მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა… მამა არ ჰყავს, უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს, ვიცოდი, რომ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ ვიცოდი, – ყვება ,,კურიერთან” გუშინ მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშეკენაძის დედა.
„ოჯახის გამო, შიმშილის გამო, რომ არაფერი ჰქონდა და ყველაფერი აკლდა, იმის გამო, გადაწყვიტა, რომ ემუშავა და თავის თავზე აეღო ოჯახზე პასუხისმგებლობა. ხან მეუბნებოდა, კაზინოში ვმუშაობ, ხან მეუბნებოდა, დაცვაში ვმუშაობო, ხან – მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა,“ – აცხადებს გარდაცვლილის და (ვიდეო).

