,,ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა” – ვინ არიან ყაზბეგში დაღუპულები

,,ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა" - ვინ არიან ყაზბეგში დაღუპულებიყაზ­ბეგ­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად მას­ში მყო­ფი სამი ადა­მი­ა­ნი: ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად მყო­ფი სას­ტუმ­რო “რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის” ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კერ­ძო ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 275-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

„დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს, “რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის” კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი – ე.წ. “ყა­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე”, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გილ­ზე ჩა­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი: ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად მყო­ფი სას­ტუმ­რო “რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის” ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ამ და ექ­სპერტ-კრმი­ნა­ლის­ტებ­მა და­ი­წყეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც მოჰ­ყვა ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა“, – აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყაზ­ბეგ­ში, ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ ყვე­ბი­ან. რო­გორც „ინ­ტრეპ­რეს­ნი­უსს“ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მათ აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გეს და და­ი­ნა­ხეს, რომ „ვერ­ტმფრენს ჰა­ერ­ში ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ნა­პერ­წკლებს ყრი­და და კვამ­ლი ას­დი­ო­და, შემ­დეგ კი ხმე­ლეთ­ზე ჩა­მო­ვარ­და“.

ამბები.ჯი