ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი, კიევში წაიყვანეს.
მათ გადასაყვანად თბილისის საერთშორისო აეროპორტში, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი სპეცრეისით დაეშვა. ბავშვები ბებიებთან ერთად საქართველოდან გუშინ საღამოს გაემგზავრნენ.
-ჩვენ კარგად გვესმის თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. ეს ყოველივე ვითარებაში გარკვევას საჭიროებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამომგზავნა საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა ქართული მხარე არ იყო მზად ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტისთვის, თუმცა საელჩოს შუამდგომლობით უმოკლეს დროში ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარებული იყო და ქართული მხარისგან ბავშვებს უკრაინაში გადაყვანაზე თანხმობა სწრაფად მივიღეთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში მიკოლა კულებამ.
ნიუპოსტი

