თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა საცხოვრებრლი სახლის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
არასრულწლოვანი სავარაუდოდ მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფოს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნან მობილიზებულნი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიუპოსტი

