ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან პილოტი – ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.
ილიკო ბაიდაშვილი 45 წლის იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ვერტმფრენს ბოლო გეგმური ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა.
ამბები.ჯი

